loader

"არ აყვეთ ბაჩო ახალაიას დაგეგმილ პროვოკაციას" - ვლადიმერ ბედუკაძე პატიმრებს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ აყვეთ ბაჩო ახალაიას დაგეგმილ პროვოკაციას" - ვლადიმერ ბედუკაძე პატიმრებს მიმართავს

გლდანის N8 საპყრობილის ყოფილი თანამშრომელი, პატიმრების წამების ამსახველი სკანდალური ვიდეომასალის ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში ციხეებში მასობრივი არეულობა და ბუნტი დაიგეგმოს.

როგორც ბედუკაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აცხადებს, ბუნტის ორგანიზება და დაგეგმვა განხორციელდება ბაჩო ახალაიას დავალებით და იმ პატიმრების მეშვეობით, რომელთა გადაბირება ბაჩო ახლაიას დავალებით განხორციელდა და რომელთა მონაცემებიც დღეს იმ ადამიანთა ხელშია, ვისთანაც ამ სიის არსებობა დაუშვებელია და წარმოადგენს საზოგადოებისთვის დიდ საფრთხეს.

"მიმდინარე წლის გაზაფხულზე, მაშინ, როდესაც მე დავგეგმე პატიმართა წამების კადრების გასაჯაროება, ჩემივე თხოვნით გლდანის #8-ე საპყრობილის თანამშრომელმა და ჩემმა მეგობარმა ბორის ფარულავამ გადაიღო საპყრობილესთან ფარულად მოკავშირე მსჯავრდებულების, ე.წ. აგენტების 300 კაციანი სია, დასტურად იმისა, რომ ეს ხალხი ყველა იძულებით, ცემით და წამებით, შანტაჟით დათანხმდა თანამშრომლობას ადმინისტრაციასთან. დღეის მდგომარეობით ისინი გადანაწილებულნი არიან სისტემის სხვადასხვა დაწესებულებებში. ბორის ფარულავამ ეს სია ჩემივე თხოვნით გადასცა გიორგი ლომიას, რომელიც მე მას გავაცანი როგორც ჩემი მოკავშირე ფირების გატანის საქმეში. გიორგი ლომია თავდაპირველად თავს ასაღებდა როგორც ქალბატონ ბურჯანაძის პიარ მენეჯერი, ახლა აცხადებს, რომ არის წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი. თუმცა, მისი ვინაობის დადგენას დიდი ძალისხმევა აღარ სჭირდება", - აცხადებს ბედუკაძე.

ამასთან, ბედუკაძე მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურორს და შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ აღნიშნულ ინფორმაციებზე გამოძიება ჩაატარონ.