loader

"ენერგოპროსთან" და "თელასთან" გაფორმებული კონტრაქტები გადასახედია - კახი კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ენერგოპროსთან" და "თელასთან" გაფორმებული კონტრაქტები გადასახედია - კახი კალაძე

"ენერგოპროსთან" და "თელასთან" გაფორმებული კონტრაქტები და მემორანდუმები გადასახედია, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ "რუსთავი 2"-ს განუცხადა.

კალაძის თქმით, ყველაფერი, რაც ტარიფების დაწევას უკავშირდება, უნდა მოხდეს მოლაპარაკების გზით.

"მე, როგორც მინისტრს, პირდაპირი ბერკეტები არ გამაჩნია იმისა, რომ ჩემი ბრძანებით მოხდეს ტარიფების დაწევა. არსებობს კონტრაქტები, არსებობს მემორანდუმები, რომლებიც გაფორმებულია იგივე "თელასთან", იგივე "ენერგოპროსთან". ეს ყველაფერი გადასახედია. ყველაფერი უნდა მოხდეს მოლაპარაკების გზით", - განაცხადა კახი კალაძემ.

მისივე თქმით, ამ დრომდე ვერ მოხერხდა სიტუაციის გარკვევა "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში".

"ნავთობის და გაზის კორპორაციაში, რომელიც საპარტნიორო ფონდში შედის, არ გვქონდა საშუალება, შევსულიყავით და გაგვეგო, იქ რა სიტუაციაა. ორშაბათიდან დაიწყებს საპარტნიორო ფონდის ახალი ხელმძღვანელი მუშაობას და ჩვენთვის ცნობილი იქნება, რა ხდება ამ კომპანიაში. გაზზეც და საწვავზეც ახლო მომავალში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, რამდენად და რამდენით არის შესაძლებელი ტარიფების დაწევა ამ მიმართულებებით", - აღნიშნა კალაძემ.