loader

შალვა ოგბაიძე ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მიზნით პროკურატურაში სარჩელს შეიტანს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შალვა ოგბაიძე ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მიზნით პროკურატურაში სარჩელს შეიტანს

შალვა ოგბაიძე ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისა და პოლიტიკური დევნის ფაქტების გამოძიების მიზნით სამართლებრივ პროცესებს იწყებს.

ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭოს წევრმა განცხადება "ინტერპრესნიუსის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორც ოგბაიძე აცხადებს, "ნაციონალური მოძრაობისა" და სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნების ჩარევით, მას იძულებით მოუწია წილების დათმობა "ჯი თი ეს ავტოვაზში", დაკარგა ავტოსკოლა, ასევე, დაკარგა უძრავი ქონება - ორი საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი საგურამოში.

როგორც ოგბაიძის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, უკვე მომზადებულია სარჩელი, რომელიც დღესვე შევა მთავარ პროკურატურაში და საქმის წარმოება დაიწყება.

მათ შორის, ვის წინააღმდეგაც პროკურატურაში სარჩელი შევა, სპორტის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ნამგალაური, მისი ყოფილი მოადგილე გია გალდავა და საპატრულო პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე კოტე დიღმელაშვილიც არიან.