loader

"აბსურდია ის ბრალდებები, რასაც მიყენებენ" - ბაჩო ახალაია "რუსთავი 2"-ს ქუთაისში ესაუბრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აბსურდია ის ბრალდებები, რასაც მიყენებენ" - ბაჩო ახალაია "რუსთავი 2"-ს ქუთაისში ესაუბრა

"ამ ხნის განმავლობაში იმდენი რამ გავიგე ჩემზე, კინაღამ მეც დავიჯერე. ჩემი ამოცანაც ესაა, ვუპასუხო ყველა შეკითხვას, რაც ამ პერიოდში არსებობდა" - ამის შესახებ ბაჩო ახალაიამ "რუსთავი 2"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელთან ინტერვიუ ტელეკომპანიამ ქუთაისში ჩაწერა, აცხადებს, რომ აბსოლუტური აბსურდია ის ბრალდებები, რასაც უყენებენ ციხეებში ძალადობასთან, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებთან და კორუფციასთან დაკავშირებით. ამასთან, აცხადებს, რომ გამოძიების შემთხვევაში მზადაა, ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი, რომელიც მისი მისამართით იქნება დასმული.

მან ასევე უარყო ყოველგვარი კავშირი სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან მას შემდეგ, რაც დატოვა სისტემა და თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.