loader

ავსტრალიის სანაპირო დელფინების სასაფლაოდ იქცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავსტრალიის სანაპირო დელფინების სასაფლაოდ იქცა

ავსტრალიაში, ტასმანიის სანაპირო დელფინების და ვეშაპების სასაფლაოდ იქცა. 90-მდე ძუძუმწოვარი წყალმა დაუდგენელი მიზეზებით სანაპიროზე გამორიყა. მთელი დღის განმავლობაში მოხალისეები და რეინჯერები ცდილობდნენ "თვითმკვლელი" დელფინების გადარჩენას, თუმცა, მათი შრომა ამაო აღმოჩნდა - 70-ზე მეტი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მსგავსი მოვლენა ამავე სანაპიროზე 2 წლის წინ რამდენჯერმე დაფიქსირდა. მაშინ 400-მდე დელფინი და ვეშაპი გამოირიყა სხვადასხვა დროს. სპეციალისტებმა ჯერ ვერ დაადგინეს, რა იწვევს ძუძუმწოვრების მასობრივ გამორიყვას ამ სანაპიროზე.