loader

მილანში ვერ წავალ და ფეხბურთს ვერ ვითამაშებ, ხომ?! - ბაჩო ახალაია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მილანში ვერ წავალ და ფეხბურთს ვერ ვითამაშებ, ხომ?! - ბაჩო ახალაია

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია პოლიტიკაში დარჩენას აღარ აპირებს. ამის შესახებ ახალაიამ "პალიტრა ტვ"-სთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.

"ვფიქრობ, რომ შეიძლება ამ ქვეყნისთვის საინტერესო რაღაცები გავაკეთო, თუმცა პოლიტიკას არ ვგულისხმობ. არ მიმაჩნია, რომ საჯარო პოლიტიკას უნდა მივყო ხელი, მით უმეტეს, რომ არანაირი პარტიის წევრი არ ვარ", - განმარტა ახალაიამ.

მისივე განმარტებით, მოიფიქრებს ისეთ საქმიანობას, რომელიც მისთვის ადეკვატური იქნება.
"მილანში ვერ წავალ და ფეხბურთს ვერ ვითამაშებ, ხომ?!" - აღნიშნა ახალაიამ "პალიტრა ტვ"-სთან საუბარში.

ამასთან, ყოფილი მინისტრის განმარტებით, მზადაა, ნებისმიერ შეკითხვას უპასუხოს, თუნდაც "ციხის ბუნტთან" დაკავშირებით.

რაც შეეხება მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებას, რომ ახალაია დაკითხვაზე იქნება დაბარებული, შსს-ს ყოფილი მინისტრის თქმით, ამაში არანაირი პრობლემა არ არსებობს.

"როგორც კი დამიბარებენ, მივალ და რა კითხვებიც იქნება, ვუპასუხებ. ვინც არ უნდა იყოს პროკურორი, მნიშვნელობა არ აქვს", - აღნიშნა ახალაიამ.

იხილეთ: "აბსურდია ის ბრალდებები, რასაც მიყენებენ" - ბაჩო ახალაია "რუსთავი 2"-ს ქუთაისში ესაუბრა