loader

შეწყვეტილი სოციალური პროგრამები - დავა მერიასა და ფინანსთა სამინისტროს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეწყვეტილი სოციალური პროგრამები - დავა მერიასა და ფინანსთა სამინისტროს შორის

თბილისში მოსახლეობის ნაწილი ერთი წელია, რაც მერიის დაზღვევით სარგებლობს, თუმცა დღეს სამედიცინო დაწესებულებაში მისულებმა ექიმის დახმარება ვერ მიიღეს. როგორც გაირკვა, მათ დაზღვევა ორი კვირის წინ შეუწყვიტეს.

უფასო სამედიცინო დაზღვევით ვეღარ ისარგებლებს 90 ათასამდე თბილისელი. მათ შორის არიან სოციალურად დაუცველები, მარჩენალდაკარგულები და მე-2 ჯგუფის ინვალიდები. აგრეთვე, შეჩერებულია 500 ათასზე მეტი თბილისელის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათების დაფინანსება და სოციალურად დაუცველი ოჯახების ფინანსური დახმარება. ადრე ამ ხარჯებს თბილისის მერია ფარავდა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის 19 ოქტომბრის განკარგულებით, ხარჯების შემდგომი ანაზღაურება ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა მომხდარიყო. ახალმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კი თავისი წინამორბედის განკარგულება გააუქმა და ამ პროგრამების დაფინანსება ისევ მერიას დააკისრა.

ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხები უკვე სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტებისთვის გადაანაწილეს და პრობლემის გადასაჭრელად ფინანსთა სამინისტროსთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

ფინანსთა სამინისტრო თბილისის მერიას კვლავ ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს. იქ განმარტავენ, რომ ბიუჯეტიდან აღნიშნული თანხა ვერ გაიცემა, რადგან კანონში 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ ასეთი მუხლები გათვალისწინებული არ არის და პასუხისმგებლობას "ნაციონალურ მოძრაობას", უშუალოდ კი, ქალაქის მერს გიგი უგულავას და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს აკისრებენ.

ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინ დააფინანსებს სოციალურ პროგრამებს, რა შეთანხმებას მიაღწევს თბილისის მერია ფინანსთა სამინისტროსთან და აღუდგებათ თუ არა თბილისელებს მერიის დაზღვევა.