loader

ბაჩო ახალაია მთავარ პროკურატურაშია დაბარებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაჩო ახალაია მთავარ პროკურატურაშია დაბარებული

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო, - ამის შესახებ საგანგებო პრესკონფერენციაზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ბაჩო ახალაია დღეს, 20:30 საათზე უწყებაში დაკითხვაზეა დაბარებული.

მისივე განმარტებით, საქმე ეხება ცალკეულ პირთა მიმართ მოპყრობის არასწორ ფორმებს. კბილაშვილმა დეტალები არ დააკონკრეტა. "თუ რას შეეხება საქმე, კონკრეტულად ამ ინფორმაციის გავრცელება აკრძალულია. საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, მხოლოდ ის ინფორმაცია შეიძლებოდა ყოფილიყო საჯარო, რაც მოგაწოდეთ", - დასძინა კბილაშვილმა.