loader

"მოხდა სამწუხარო ფაქტი" - ირაკლი ალასანია გაერთიანებული შტაბის უფროსის დაკავებას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოხდა სამწუხარო ფაქტი" - ირაკლი ალასანია გაერთიანებული შტაბის უფროსის დაკავებას ეხმაურება

ირაკლი ალასანიამ გაერთიანებული შტაბის უფროსის, გიორგი კალანდაძის დაკავებას სამწუხარო ფაქტი უწოდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.

"ეს საკმაოდ მძიმე ბრალდებაა, მაგრამ თავის სიტყვას გამოძიება იტყვის. მინისტრი მიმდინარე გამოძიებაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს. ყველა ადამიანი უდანაშაულოა, ვიდრე მისი ბრალი არ დამტკიცდება სასამართლოში. შესაბამისად, ჩვენ პატივს ვცემთ უდანაშაულობის პრეზუმპციას", - აღნიშნა ალასანიამ.

მისივე ინფორმაციით, დილით შეხვდა შეიარაღებული ძალების სარდლობას, რის შედეგადაც შეუძლია თქვას, რომ თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად.

სამართალდამცველებმა შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის ოქტომბერში თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძესთან და მეოთხე ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად, მინისტრის სამუშაო კაბინეტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 6 სამხედრო მოსამსახურეს", - ამის შესახებ ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.