loader

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მუხროვანის სამხედრო ბაზა დაათვალიერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მუხროვანის სამხედრო ბაზა დაათვალიერა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მუხროვანის სამხედრო ბაზა დაათვალიერა.

როგორც ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს სამხედრო ბაზაზე განუცხადა, ეს არის გეგმიური შეხვედრა სპეციალური ძალების სასწავლო ცენტრში და რეინჯერთა ბატალიონში.

დღესვე თავდაცვის მინისტრმა მუხროვანის სამხედრო ბაზაზე სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური მაიორი დიმიტრი კიკნაძე წარადგინა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2006-2008 წლებში დიმიტრი კიკნაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების მეთაური იყო. მაიორ კიკნაძეს სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი აქვს უშიშროების სამინისტროს სადესანტო მოიერიშე ბრიგადაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობებზე. დიმიტრი კიკნაძემ მონაწილეობა მიიღო 2008 წლის აგვისტოს ომში. მიღებული აქვს მედლები "საბრძოლო დამსახურებისთვის" და "მხედრული მამაცობისთვის".