loader

ბაჩო ახალაიას დაცვა გადავწყვიტე არა როგორც "ოცნების" წევრმა, არამედ როგორც ადვოკატმა - დავით დეკანოიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაჩო ახალაიას დაცვა გადავწყვიტე არა როგორც "ოცნების" წევრმა, არამედ როგორც ადვოკატმა - დავით დეკანოიძე

"ბაჩო ახალაიას დაცვა გადავწყვიტე არა როგორც "ოცნების" წევრმა, არამედ როგორც ადვოკატმა", - ასე უპასუხა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატმა დავით დეკანოიძემ გადაცემა "სუბიექტური აზრის" წამყვანის, შალვა რამიშვილის კითხვაზე, კვლავ არის თუ არა "ქართული ოცნების" წევრი და გულშემატკივრობს თუ არა ამ პარტიის პოლიტიკურ კურსს.

ადვოკატის აზრით, სულ სხვაა საზოგადოებრივი აზრი კონკრეტული ადამიანის მიმართ და სულ სხვაა, თუ როგორ დასტურდება ეს აზრი გამოძიების მიერ. "რომელ პარტიაშიც არ უნდა ვიყო, ისევე უნდა დავიცვა სხვა პარტიის წევრის ინტერესები, როგორც საკუთარის. ჩემი მრწამსია სამართლიანობის დამკვიდრება ქვეყანაში", - განაცხადა დეკანოიძემ.