loader

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ პროკურატურაში კიდევ ერთი საჩივარი შევიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ პროკურატურაში კიდევ ერთი საჩივარი შევიდა

მთავარ პროკურატურაში თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ კიდევ ერთი საჩივარი შევიდა. როგორც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, დაღუპული ქართველი ოფიცრის, სერგო თეთრაძის მეუღლემ ბაჩო ახალაიასა და სხვა პირების წინააღმდეგ დღეს საჩივარი შეიტანა და ეს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ცალკე საქმე იქნება.

მისივე თქმით, სამხედრო პოლიციამ ეს ადამიანი სახლში დააკავა და რამდენიმე დღეში ოჯახს გვამი უკან მიუსვენეს. მის საკანში ბაჩო ახალაია იმყოფებოდა და მას ახალაიასთან ერთად მეგი ქარდავა კითხავდა.