loader

"არ ვიტირო, აბა? ასე დაუფასეს დამსახურება?!" - ბაჩო ახალაიას ყოფილი თანაშემწე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ ვიტირო, აბა? ასე დაუფასეს დამსახურება?!" - ბაჩო ახალაიას ყოფილი თანაშემწე

ბაჩო ახალაიას ყოფილი თანაშემწე ლალი ცხადაძე ყოფილი შს მინისტრის წინააღმდეგ არსებულ ჩვენებებს სისულელეს უწოდებს და მზად არის, სასამართლოზე გამოვიდეს და "სიმართლე თქვას".

როგორც "პალიტრა ტვ"-ს სატელეფონო საუბარში ცხადაძემ განუცხადა, ახალაია არც ხილს და არც ვაშლს საერთოდ არ ჭამდა და კაბინეტში დანა ვერც ექნებოდა.

"ასეთი ადამიანია, ხილს საერთოდ არ ჭამს. დანაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი და სისულელეა. რა ვაშლი, რა ქერქი? კაბინეტში დანას რა უნდა, ხალხო?! მე ვუმზადებდი აბსოლუტურად ყველაფერს. ადამიანი დღე და ღამე მუშაობდეს და ასეთ ბრალდებებს უყენებდე, ეს ხომ სისულელეა", - აღნიშნავს ახალაიას ყოფილი თანაშემწე.

მისივე თქმით, ახალაია ჯარისკაცებს ხელისგულზე ატარებდა და თვითონაც იმ საჭმელს ჭამდა, რასაც ჯარისკაცები და პატიმრები ჭამდნენ.

"რამდენი რამ გაუკეთა ჯარისკაცებს, გაიკითხეთ. დაკითხეთ თითოეული მათგანი. ხელისგულზე ატარებდა. თავი ჰქონდა სამშობლოსთვის გადადებული და ასე დაუფასეს ხომ?!" - დასძინა ცხადაძემ, რომელიც ამჟამადაც თავდაცვის სამინისტროში მუშაობს.