loader

შევთხოვოთ უფალს, ილია მართლის ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს - ილია მეორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შევთხოვოთ უფალს, ილია მართლის ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს - ილია მეორე

საგურამოში ილიაობა და ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 175 წლის იუბილე აღინიშნება. საიუბილეო ღონისძიებებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ესწრება. როგორც უწმინდესმა ბრძანა, დღეს საქართველოში დიდი ეროვნული დღესასწაულია.

"დაბადებიდან 175 წელი შეუსრულდა დიდ ილია მართალს, ილია ჭავჭავაძეს. სახელი ილია მნიშვნელოვანია და ამ სახელში ღმერთი ორჯერ არის მოხსენიებული, ელიახვე – უფალი ღმერთი ჩემი და სწორედ ღმერთის სიყვარულით ცხოვრობდა ილია მართალი. ის იყო ღმერთთან და ღმერთი იყო მასთან", - აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა.