loader

ბაჩო ახალაიას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაჩო ახალაიას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს

ბაჩო ახალაიას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლის კოდექის 333-ე მუხლთან ერთად, ბრალი 143-ე მუხლის მეოთხე ნაწილითაც წაუყენეს.

როგორც თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ ახალაიას ადვოკატებმა განაცხადეს, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ბრალის დამძიმებას მოტივად დაედო ახალი სარჩელი, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ადვოკატ იოსებ ჯანაშიას განმარტებით, საქმე ეხება ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ინციდენტს. ადვოკატი დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ ბაჩო ახალაია ბრალს არ აღიარებს.

"143-ე მუხლი საკმაოდ მძიმე მუხლია, რაც სავარაუდოდ, 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს", - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

ბრალი მეოთხე ბრიგადის მეთაურს ზურაბ შამათავსაც წაუყენეს. როგორც მისმა ადვოკატმა დავით დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, შამათავას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

გიორგი კალანდაძის, ბაჩო ახალაიას და ზურაბ შამათავას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ გაიმართება.