loader

არჩილ კბილაშვილი ბაჩო ახალაიას საქმეში გამოვლენილ ახალ დანაშაულებრივ ეპიზოდზე საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არჩილ კბილაშვილი ბაჩო ახალაიას საქმეში გამოვლენილ ახალ დანაშაულებრივ ეპიზოდზე საუბრობს

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ბაჩო ახალაიას საქმეში გამოვლენილ დანაშაულებრივ ეპიზოდზე ისაუბრა. საქმე ეხება 2011 წლის 13 სექტემბერს მომხდარ ცემის ფაქტს, რომელშიც გარდა თავდაცვის ყოფილი მინისტრისა, გენერალური შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ჭაკუა ფიგურირებენ.

მისივე განმარტებით, აღნიშნულით, ბაჩანა ახალაიამ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (რაც არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა დანაშაულის დაფარვის მიზნით) და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის " ა" და " ე" ქვეპუნქტებით (რაც არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და თავისუფლების უკანონო აღკვეთა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით).

"ბაჩანა ახალაიას მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდის საკმარის საფუძველს იძლევა მტკიცებულებათა შემდეგი ერთობლიობა: დაზარალებულის და სხვა 10-ზე მეტი პირის ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალები. ამ დანაშაულებრივი ეპიზოდის გათვალისწინებით, გუშინ ბაჩანა ახალაიას წარედგინა ბრალი და სასამართლოში შეტანილ იქნა შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით. გუშინვე ბრალი იქნა წარდგენილი ასევე გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას მიმართ და აღმკვეთ ღონისძიებად ასევე მოთხოვნილ იქნა პატიმრობა", - აღნიშნა კბილაშვილმა.