loader

ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად აქციაზე მხოლოდ ერთი ადამიანი მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად აქციაზე მხოლოდ ერთი ადამიანი მივიდა

დიღომში, მაიაკოვსკის ძეგლთან, დაანონსებულ ბაჩო ახალაიას მხარდამჭერ აქციაზე მხოლოდ ერთი ადამიანი გამოცხადდა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო აგლაძემ განაცხადა, ბაჩო ახალაიას პერიოდში კრიმინალის ფაქტები საქართველოში შემცირდა და მას და მისი ოჯახის წევრებს ქუჩაში გამოსვლის არ ეშინოდათ. როდესაც ნინო აგლაძე ჟურნალისტებთან აღნიშნულ განცხადებას აკეთებდა, იმ მოქალაქეებმა, რომლებიც მაიაკოვსკის ძეგლთან ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ შეიკრიბნენ, პროტესტი გამოთქვეს და ბაჩო ახალაიას მხარდამჭერ ნინო აგლაძეს მოუწოდეს, "შემოწმება ფსიქიატრთან გაიაროს".

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი გვერდი შეიქმნა, რომლის სახელწოდებაა "დღეს მეც ბაჩო ახალაია ვარ - მეც დამიჭირეთ".

როგორც აღნიშნულ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 12:00 საათისთვის ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა შეკრებილიყვნენ და მსვლელობა მოეწყოთ სასამართლოსკენ.

ასევე იხილეთ: "ამ ქვეყანაში დეზერტირები იჭერენ გენერლებს" - ახალაიას მხარდამჭერი აქცია სასამართლოსთან