loader

ახალაიას - წინასწარი პატიმრობა, კალანდაძესა და შამათავას გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალაიას - წინასწარი პატიმრობა, კალანდაძესა და შამათავას გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ

ბაჩო ახალაიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, ხოლო გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის გადაწყვეტილებით, გათვალისწინებული არ იქნა ბაჩო ახალაიას ადვოკატის შუამდგომლობა, 31 პარლამენტარის თავდებობასთან დაკავშირებით; ამასთან, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.

პროკურატურის მხრიდან სამივე პირისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა იყო მოთხოვნილი, თუმცა, ადვოკატების შუამდგომლობები გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას შემთხვევაში დაკმაყოფილდა.

ადვოკატები ითხოვენ შამათავა და კალანდაძე თავდებობით გაეთავისუფლებინათ. მათი ალტერნატიული შუამდგომლობა კი, სწორედ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება იყო.

პროკურატურას წარმოადგენდნენ პროკურორები გიორგი ცხოვრებაძე და გრიგოლ შაშიაშვილი. ბაჩო ახალაიას პროცესზე იცავდა სამი ადვოკატი: დავით დეკანოიძე, ბაჩუკი ყურაშვილი და იოსებ ჯანაშია. ზურაბ შამათავას ადვოკატიც იყო დავით დეკანოიძე, ხოლო გიორგი კალანდაძის ინტერსებს ადვოკატი გოგიტა გაბაიძე იცავდა.