loader

შრი ლანკის ციხეში პატიმრებსა და დაცვას შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შრი ლანკის ციხეში პატიმრებსა და დაცვას შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა

27 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაშავდა შრი-ლანკის დედაქალაქ კოლომბოს ერთ-ერთ უდიდეს ციხეში მომხდარი ბუნტის დროს. პატიმრებსა და ციხის თანამშრომლებს შორის შეიარაღებული შეტაკება მაშინ მოხდა, როდესაც ციხის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, საკნები შეემოწმებინა არალეგალური ნივთებისა და სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების აღმოსაჩენად.

ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე პატიმრის გაქცევის შესახებ. ციხის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ იკვლევს, საიდან აღმოჩნდა იარაღი პატიმრების ხელში.