loader

ძმები ახალაიების ნორმალურობაში დარწმუნებული არ ვარ - ლევან ბერძენიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძმები ახალაიების ნორმალურობაში დარწმუნებული არ ვარ - ლევან ბერძენიშვილი

ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პოლიტმეტრის" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა ბაჩო ახალაიას დაკავების შესახებ ისაუბრა.

"ახალაიას ადგილი ქართველმა ხალხმა იქამდე განსაზღვრა, ვიდრე ბატონი კბილაშვილი პროკურორი გახდებოდა. ეს იყო საზოგადოებრივი დაკვეთა, ახალაიას წინაშე შესულიყო ძალაში სამართლიანობა ისე, როგორც ეს ქართველ ხალხს მიაჩნია სწორად. ახალაიებს - ერთს, მეორეს, მესამეს ქართველი ხალხი იცნობს, როგორც ადამიანებს, რომლებისთვისაც კანონი არ იყო დაწერილი, რომლებიც თვითონ იყვნენ კანონი. საერთოდ, ძმებ ახალაიების ნორმალურობაში დარწმუნებული არ ვარ, მამა ხომ საერთოდ სხვაგან არის და ის რომ პარლამენტში ზის, ძალიან დიდი სირცხვილია. ამ ოჯახმა ტერორი დაამყარა საქართველოში, სააკაშვილის შეკვეთით და დახმარებით, რა თქმა უნდა" - აღნიშნა ბერძენიშვილმა.