loader

ირაკლი ალასანია გიორგი კალანდაძეს და გენშტაბის წარმომადგენლებს შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანია გიორგი კალანდაძეს და გენშტაბის წარმომადგენლებს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გენერალური შტაბის წარმომადგენლებს შეხვდა. მათ შორის ახლად განთავისუფლებული გენერალი გიორგი კალანდაძეც იმყოფებოდა.

"რადგან გამოძიება მიმდინარეობს, შესაძლებელია ორშაბათს გენერალ კალანდაძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი იყოს მიღებული, თუმცა ჩვენ ჩვეულებრივ ვაგრძელებთ მუშაობას და იმედია მალე დასრულდება გამოძიებაც" - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა შეხვედრისას.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი კალანდაძე ავლაბრის რეზიდენციაში მიიღო, სადაც ცნობილი გახდა პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ - კალანდაძე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის რანგში კვლავ განაგრძობს შეიარაღებულ ძალებში სამსახურს.

იხილეთ: პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გიორგი კალანდაძე გენშტაბის ხელმძღვანელად რჩება