loader

პატრიარქი მტკვრის სანაპიროზე 100 ათასი მოწამის ტაძრის არსებობის სურვილს გამოთქვამს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქი მტკვრის სანაპიროზე 100 ათასი მოწამის ტაძრის არსებობის სურვილს გამოთქვამს

პატრიარქმა საკვირაო ქადაგებში, მტკვრის სანაპიროზე 100 ათასი მოწამის სახელობის ტაძრის არსებობის სურვილი გამოთქვა. "ჩვენი მიწა მორწყულია მორწმუნეთა სისხლით. მტკვრის სანაპირო, სადაც ახლა უცნაური ქანდაკებები თუ შენობები შენდება, წმინდა მოწამეების სისხლით არის მორწყული და ჩვენ აქ უნდა გვქონდეს 100 ათასი მოწამის სახელობის ტაძარი. მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ ჰყავს ამდენი მოწამე და წმინდანი და ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა. ძალიან მიკვირს, როდესაც ადამიანები ადვილად ტოვებენ სამშობლოს და მიდიან უცხოეთში", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა უცხოეთში მყოფ ქართველებს მოუწოდა, დაბრუნდნენ საქართველოში, რადგან მხოლოდ საკუთარ სამშობლოში გაიხარებენ და იქნებიან ბედნიერები.

უწმინდესმა ადამიანებისა და სახელმწიფოს ცხოვრების ქვაკუთხედად დაასახელა სამი მთავარი ღირებულება – ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ამ ღირებულებებს უნდა დაეყრდნოს თითოეული ადამიანი თუ სახელმწიფო.

ქადაგების დასასრულს, პატრიარქმა დალოცა გვარები: ჩიტიშვილები, ლებანიძეები, ალელიშვილები, კიტოვანები, ლაფაჩები, გაბუნიები, გველესიანები, არაბულები, ტეტელოშვილები, ღურწკაიები, ფანჩულიძეები, ფალიანები, კიკორიები, ანდრიაშვილები და ყანდიაშვილები.