loader

ახმედ ჩატაევისთვის წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა - მექა ხანგოშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახმედ ჩატაევისთვის წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა - მექა ხანგოშვილი

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი ახმედ ჩატაევის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მექა ხანგოშვილმა განაცხადა, ჩატაევს ფეხზე აქვს განგრენის ნიშნები, ჭრილობა არ უხორცდება და განმეორებით ამპუტაციას საჭიროებს. ხანგოშვილის განცხადებით, ახმედ ჩატაევი ციხის ექიმებს არ ენდობა.

პრესკონფერენციაზე ესწრებოდა ჯოყოლოს მკვიდრი აიუპ ბორჩაშვილი, რომელმაც ისაუბრა ლაფანყურის სპეცოპერაციაზე. მისი თქმით, როდესაც ლაფანყურში ქართველმა სამართალდამცავებმა შეიარაღებული ჯგუფი ალყაში მოაქციეს, ახმედ ჩატაევი თბილისიდან შუამავლად, მომლაპარაკებლად ჩაიყვანეს.