loader

თეა თუთბერიძე ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით ვიდეოს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თეა თუთბერიძე ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით ვიდეოს ავრცელებს

თეა თუთბერიძე ვინმე მანუჩარ დარასელიას ვიდეოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტს უკავშირდება.

თუთბერიძის თქმით, ჩანაწერში მანუჩარ დარასელია საუბრობს პროკურორ ხარებავასა და ასევე იუსტიციის სამინისტროს სხვა თანამშრომლების და გამომძიებლების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე, რის გამოც მან ხელი მოაწერა იმ ჩვენებას, რომელიც წინ დაუდეს.

თუთბერიძის თქმით, ამ ჩვენებაზეა დამყარებული ის ბრალდება, რომლის მიხედვითაც, ბაჩო ახალაიამ ზვიად აბესაძეს თითქოს თავისუფლება აღუკვეთა.

იხილეთ: ჯარისკაცებს ახალაიასა და კალანდაძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებენ - თეა თუთბერიძე