loader

გვიან ღამით შოთა ხიზანიშვილის კაბინეტი და სახლი გაჩხრიკეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გვიან ღამით შოთა ხიზანიშვილის კაბინეტი და სახლი გაჩხრიკეს

სამართალდამცველებმა წუხელ, გვიან ღამით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილისა და ვიცე-მერის, შოთა ხიზანიშვილის სამუშაო კაბინეტი და საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს.
როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერიის პრესსპიკერმა, ბაჩო დილიძემ განუცხადა, პროკურატურის წარმომადგენლები მერიაში ღამის 12:00 საათზე მივიდნენ.

მერიის პრესსპიკერის განმარტებით, სამართალდამცველებს მათთვის ჩხრეკის არავითარი დოკუმენტი არ წარუდგენიათ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიაში სამუშაო კაბინეტის ჩხრეკის პარალელურად, სამართალდამცველებმა წუხელ შოთა ხიზანიშვილის საცხოვრებელი სახლიც გაჩხრიკეს, რომელიც ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ჩხრეკას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

ორივე შემთხვევაში სამართალდამცველებმა ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს.