loader

დავით უსუფაშვილი ფილიპ გორდონს შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით უსუფაშვილი ფილიპ გორდონს შეხვდა

ფილიპ გორდონი საპრეზიდენტო ინსტიტუტისა და საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერის მქონე მთავრობის თანაარსებობით დაინტერესდა, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ეს იყო მეგობრული და პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ქვეყანაში ბევრი რამ შეცვალა, ხოლო ამერიკაში ჩატარებულმა არჩევნებმა ბევრი რამ არ შეცვალა.

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ფილიპ გორდონს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კონსტიტუციური და პოლიტიკური რეალობა საქართველოში ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მხარეებმა საქართველოს პოლიტიკურ პრიორიტეტებზეც ისაუბრეს.

"კერძოდ, შევეხეთ იმას, როგორ შეიძლება დაჩქარდეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია და მოვახერხოთ, რომ დასავლელი მეგობრების დახმარებით მივაღწიოთ უსაფრთხოების მეტ გარანტიებს რუსეთთან მიმართებაში", - აღნიშნა უსუფაშვილმა.