loader

მოულოდნელი ნუ იქნება, თუ სხვებიც წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე - დავით უსუფაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოულოდნელი ნუ იქნება, თუ სხვებიც წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე - დავით უსუფაშვილი

ყოველი დაკავება არ შეიძლება იყოს მორიგი ისტერიის მიზეზი პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

"ჩვენ პროკურორებად არ ავურჩევივართ ხალხს. ჩვენ აგვირჩიეს იმიტომ, რომ მოქალაქეებმა შვება იგრძნონ, ქვეყანა წინ წავიდეს, ეკონომიკა განვითარდეს და ამ მიმართულებით დებატები სწრაფად უნდა დავასრულოთ. ყოველი დაკავება არ შეიძლება იყოს მორიგი ისტერიის მიზეზი პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ. ამ ტიპის ქმედებები გარდაუვალია, რადგან ის ადამიანები, ვინც დანაშაულს სჩადიოდა, აქამდე პოლიტიკურ თანამდებობებზე იყვნენ", - განაცხადა უსუფაშვილმა.