loader

შოთა ხიზანიშვილი იმიტომ დააკავეს, რომ ჩემზე მოხდეს ზეწოლა - ვანო მერაბიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შოთა ხიზანიშვილი იმიტომ დააკავეს, რომ ჩემზე მოხდეს ზეწოლა - ვანო მერაბიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი შოთა ხიზანიშვილის დაკავებას პირადად მასზე ზეწოლად აფასებს, - ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განუცხადა.

მისი თქმით, შოთა ხიზანიშვილი არის მისი მეგობარი და სანამ ვიცე-მერი გახდებოდა, 9 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

"ნუ ექნება ბიძინა ივანიშვილს იმედი, რომ ასეთი ნაბიჯებით ის რაიმე შიშს ან შეშფოთებას შემოიტანს ჩვენს რიგებში. პირიქით, ეს ჩვენ უფრო გაგვაძლიერებს და არ შეგვეშინდება ივანიშვილის ასეთი ნაბიჯების", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.