loader

ნაწლავური ინფექცია ბაღებში - არასწორი ჰიგიენა თუ საეჭვო საკვები პროდუქტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნაწლავური ინფექცია ბაღებში - არასწორი ჰიგიენა თუ საეჭვო საკვები პროდუქტი

პირღებინება, მაღალი ტემპერატურა, გახშირებული ენტერალური მოვლენები, სისხლიანი დეფეკაცია - ეს მწვავე ნაწლავური ინფექციაა. ამ ნიშნებით სხვადასხვა ბაღებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებში ბევრი ბავშვის მშობელმა სტაციონარს, ზოგმა კი პოლიკლინიკებს მიმართა.

მშობლების შეშფოთება ბავშვების ერთნაირი ნიშნებით დაავადებამ გამოიწვია. ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ოქტომბრის თვის განმავლობაში პაციენტთა ზრდა შეიმჩნეოდა, ამათგან 22 შემთხვევაში ბაქტერიული ინფექცია - დიზინტერია დადასტურდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ მწვავე ნაწლავური ინფექცია 11 საბავშვო ბაღში ერთდროულად დაფიქსირდა, ხოლო მიზეზად ჰიგიენასთან ერთად არაკეთილსაიმედო საკვებ პროდუქტებს ასახელებენ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან საბავშვო ბაღებში კვებისმიერი ინტოკსიკაციის შესახებ შეტყობინება 6 ნოემბერს მიიღო. რომელ რძის პროდუქტების მწარმოებელ საწარმოს შეუჩერდა წარმოების უფლება ამ დროისთვის არ ახმაურებენ. შეიძლებოდა თუ არა რომელიმე პროდუქტს გამოეწვია ინტოკსიკაცია ბავშვებში ლაბორატორიული კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.