loader

მოვუწოდეთ პრემიერსაც და სხვებსაც, ძალზედ ყურადღებიანნი იყვნენ - ფილიპ გორდონი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოვუწოდეთ პრემიერსაც და სხვებსაც, ძალზედ ყურადღებიანნი იყვნენ - ფილიპ გორდონი

საუბარი იმაზე, ხომ არ დგება ეჭვქვეშ საქართველოში ჩატარებული დემოკრატიული რეფორმები ახალი მთავრობის მიერ ძველი ხელისუფლების წევრების დაკავებების ფონზე, ჯერ ნაადრევია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონმა ქართული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე განმარტებით, შეერთებული შტატები პროცესს ყურადღებით აკვირდება და თვენახევრის წინ ჩატარებული არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე შეუძლია თქვას, რომ ის, რაც საქართველოში მოხდა, დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება.

"თუ პროცესი კონსტიტუციური ველიდან გავა, ეს შეიძლება ორივე მხარისთვის წამგებიანი გახდეს, ამიტომაც ვაკვირდებით მოვლენებს და ვცდილობთ, მხარი დაგიჭიროთ. არსებობს გარკვეული წუხილი, რომ ძალაუფლება შეიძლება გამოყენებული იყოს პოლიტიკური მიზნებისთვის და არა - კანონის უზენაესობისთვის, ამიტომაც მოვუწოდეთ პრემიერსაც და სხვებსაც, რომ ძალზედ ყურადღებიანნი იყვნენ დეტალების მიმართ", - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.