loader

პანამაში, ქართველი მეზღვაურები გემზე წყლისა და საკვების გარეშე არიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პანამაში, ქართველი მეზღვაურები გემზე წყლისა და საკვების გარეშე არიან

ამოიწურა პანამის ნაპირებთან რეიდზე მდგარი გემის ქართველი მეზღვაურები შველას და სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ. როგორც "პალიტრა ტვ"-ს სატელეფონო საუბრისას გემის კაპიტნის თანაშემწე გიორგი ჯანელიძემ განუცხადა, 100-მეტრიანი ტანკერის მეპატრონეა ნიგერიელი სოლომონ ნაგვარა, რომელმაც თექვსმეტკაციანი ეკიპაჟი მიატოვა.

"უკვე 3 თვეა, პანამის სანაპიროდან 5 კილომეტრის მოშორებით რეიდზე ვდგავართ. უკვე ამოიწურა საწვავის, წყლისა და საკვების რესურსი. გემის მეპატრონე არც ზარებს პასუხობს და ელექტრონული წერილებიც უკან გვიბრუნდება. გემზე ეკიპაჟის 16 წევრია, მათ შორის 12 ქართველი მეზღვაურია. ამ გემზე ბათუმის საზღვაო სააგენტო "ფრეგატის" ხელმძღვანელის, ირაკლი დუმბაძის საშუალებით მოვხდით. 3-4 თვეა ხელფასიც არ მიგვიღია. პანამა კორუმპირებული ქვეყანა ყოფილა. არავინ გვეხმარება",-განაცხადა გიორგი ჯანელიძემ.

მისივე ინფორმაციით, გემი 42 წლისაა და სიძველის გამო ამორტიზებულია.

იხილეთ: პანამაში მყოფი ბათუმელი მეზღვაურები სახლში დაბრუნებას ითხოვენ