loader

ვლადივოსტოკში გოგონებმა თანაკლასელი სასტიკად სცემეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვლადივოსტოკში გოგონებმა თანაკლასელი სასტიკად სცემეს

ვლადივოსტოკში გოგონებმა თანაკლასელი სასტიკად სცემეს და ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში განათავსეს. აღნიშნული რგოლით ადგილობრივი პოლიცია უკვე დაინტერესდა. დადგენილია მოძალადეების ვინაობაც, რომელთა ასაკი 16 წელს არ აღემატება.

ვიდეოში ერთი გოგონა თანაკლასელს ორი წუთის განმავლობაში შეუჩერებლად სცემს, მეორე ამ ყველაფერს იღებს და კომენტარს უკეთებს, მესამე კი დგას და პროცესს მშვიდად აკვირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველა არასრულწლოვანი ელიტური სკოლის მოსწავლეა.

topnews.ru