loader

ირაკლი ოქრუაშვილს გლდანის ციხეში "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ესაუბრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ოქრუაშვილს გლდანის ციხეში "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ესაუბრა

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტმა ხათუნა გაგნიძემ, რომელიც მონიტორინგის ჯგუფის წევრია, გლდანის ციხეში ირაკლი ოქრუაშვილი მოინახულა.

"ჩემს წინააღმდეგ 6 ეპიზოდთან დაკავშირებით არის საქმე აღძრული და ზუსტად ვიცოდი, რომ როგორც კი ჩამოვიდოდი, მოხდებოდა ის, რაც მოხდა. ამ პროცედურებს შეგუებული ვიყავი. ეს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად უნდა მომხდარიყო და ვარჩიე, რომ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთ თვეში დავბრუნებულიყავი საქართველოში", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ამასთან, ყოფილი თავდაცვის მინისტრის თქმით, ყველა საქმე, რაც მის წინააღმდეგ არსებობს, თავიდანვე განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ რაც შეიძლება, მძიმე დანაშაულები დაეკისრებინათ. ოქრუაშვილის განცხადებით, ყველა ეპიზოდი თითიდან არის გამოწოვილი.

ირაკლი ოქრუაშვილის ინტერვიუს რამდენიმე ნაწილის ნახვა შეგიძლიათ საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი” საიტზე.