loader

მერიის გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში შალვა რამიშვილი და ნანა ლეჟავა ფიგურირებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მერიის გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში შალვა რამიშვილი და ნანა ლეჟავა ფიგურირებენ

თბილისის მერია შპს "ჰერმესთან" დაკავშირებით მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს. მერიის პრესსპიკერმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ მერიას შპს "ჰერმესის" ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა ინფორმაცია და აუდიოჩანაწერი.

"აუდიოჩანაწერიდან ჩანს, რომ შპს "ჰერმესის" საქმიანობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება იგეგმება, თითქოს აღნიშნული შპს-ის მიერ ხალხის კუთვნილი სასაფლაოების გადაყიდვა და ჭირისუფლის მიერ მომსახურებისთვის გადახდილი თანხის პირად ანგარიშებზე ჩარიცხვა ხდება. ასევე, მიზნის მისაღწევად დაგეგმილია თანამშრომლების წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობა და მხოლოდ ჟურნალისტის მიერ გადასაღებად მათთვის თანხის შეთავაზება. მოწოდებული ინფორმაციით, ქალაქის მერის პოლიტიკური დისკრედიტაციის მიზნით, გარკვეული პირების, მათ შორის, ჟურნალისტების მხრიდან, უკანონო ქმედებების ჩადენაა მოსალოდნელი, რომლის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით მასობრივი აქციების ორგანიზება და საზოგადოებრივი მღელვარების პროვოცირებაა", - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

იხილეთ: თბილისის მერია შპს "ჰერმესთან" დაკავშირებით მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს

- "ასე ეშინია კურდღელ უგულავას?!" - შალვა რამიშვილი ფარულ აუდიოჩანაწერზე