loader

"მე წავალ მხოლოდ გამარჯვებული" - ბიძინა ივანიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე წავალ მხოლოდ გამარჯვებული" - ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან უახლოეს წელიწადნახევარში – 2014 წლისთვის წასვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ ამ პერიოდისთვის მისი გეგმა და მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებები შესრულებული იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილი "არსად წასვლას არ აპირებს".

"მე პოლიტიკიდან იმ შემთხვევაში წავალ, თუ ეფექტურ ხელისუფლებას დავტოვებ და ჩვენს მიერ წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირებების შესრულებასთან დაკავშირებით არავის ეჭვები და კითხვები არ დარჩება, მაგრამ თუ გაჩნდება ეჭვები და კითხვები დაპირებების შესრულებასთან დაკავშირებით, არსად წავალ" - აცხადებს ივანიშვილი.

ამასთან, ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა 2014 წლიდან ხელისუფლებიდან სამოქალაქო სექტორში გადასვლისა და ხელისუფლების არასამთავრობო სექტორიდან კონტროლის სურვილი.