loader

ვურჩევ ბატონ ივანიშვილს, შეცვალოს რიტორიკა - ვანო მერაბიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვურჩევ ბატონ ივანიშვილს, შეცვალოს რიტორიკა - ვანო მერაბიშვილი

ჩემდა სამწუხაროდ და საქართველოსდა სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" არ აპირებს საკუთარი წინასაარჩევნო ძირითადი დაპირებების შესრულებას, თუმცა აპირებს ანგარიშსწორებას ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ვანო მერაბიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამ კომენტარით ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ტარიფების განახევრება "არ გამოვა" და წინასაარჩევნო დაპირება გადაჭარბებული იყო.

მერაბიშვილის თქმით, დღეს ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციისა და "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით რიტორიკით საუბრობდა, რაც ლამაზი არ არის. "როგორც ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა, პროკურატურა ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს ყველა საჩივარზე. ეს გარკვეული რიტორიკა და მუქარაა. "ნაციონალური მოძრაობა" თავად გადაწყვეტს, როგორი რიტორიკით ისაუბროს", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

მისივე განცხადებით, იგი მომავალი კვირის ორშაბათს ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ შეხვდება და შს სამინისტროში არსებულ ვითარებასა და ქვეყანაში კრიმინოგენურ ვითარებაზე ისაუბრებს.