loader

ხელახლა აშენებული მე-17 საუკუნის ტაძარი და სოფელ მეჯვრისხევის ახალი სიცოცხლე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხელახლა აშენებული მე-17 საუკუნის ტაძარი და სოფელ მეჯვრისხევის ახალი სიცოცხლე

სამთავისისა და გორის ეპარქიის მიტროპოლიტმა ანდრიამ გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში უსანეთის წმინდა გიორგის ტაძარი აკურთხა.

მეჯვრისხევი გორის რაიონში სიდიდით ყველაზე დიდი სოფელია. აქ 1450 კომლი ცხოვრობს. წლების განმავლობაში სოფლის 4500 მოსახლეს ეკლესიაში სიარულისა და წირვა-ლოცვაზე დასწრების საშუალება არ ჰქონდა, ვინაიდან მცირე ზომის წმინდა მარინეს სახელობის საყდარი მორწმუნეებს ვერ იტევდა. სოფლის მთავარი ტაძარი კი რომელიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საზღვრიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს, გასული საუკუნის 80-იან წლებში უხარისხოდ ჩატარებული რესტავრაციის დროს დაზიანდა და დაინგრა. ვაჟა უსანეთაშვილმა ტაძრისა და მისი სავავლალო მდგომარეობის შესახებ შემთხვევით შეიტყო. ეკლესიის სახელწოდებისა და მისი გვარის საერთო ფუძის გამო, მან ტაძრის ხელახლა აშენება გადაწყვიტა.

ისტორიულ წყაროებში უსანეთის საყდარი მე-19 საუკუნით თარიღდება. ვაჟა უსანეთაშვილის მიერ წამოწყებული მშენებლობის დროს კი საძირკველში 4 საუკუნის წინანდელი აგურების წყება გამოჩნდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ საძირკველში გამოყენებული აგური მე-17 საუკუნისაა, შესაბამისად ეკლესია მე-17 საუკუნეშია აგებული, ხოლო მისი რესტავრაცია მე-19 საუკუნეში ჩატარებულა, რომლის ინიციატორი წარჩინებული პიროვნება და სოფლის მღვდელი გიორგი ხახუტაშვილს აუშენებია.

თავად ეკლესია უნიკალურია. რიყის ქვით ნაშენი კედლები აგურითაა გადახურული, რომელიც სამ კამარას ქმნის. ასეთი წყობა აქამდე მხოლოდ გრემში იყო ცნობილი, თუმცა ისტორიკოსებმა მეჯვრისხევშიც შეამჩნიეს.