loader

პრემიერ-მინისტრი დავით ბედიას შესახებ ინფორმირებული არ იყო? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრემიერ-მინისტრი დავით ბედიას შესახებ ინფორმირებული არ იყო?

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელთა შეხვედრაზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ბედიას საკითხზეც ისაუბრეს, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

დავით ბედია შს სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველის ხელმძღვანელი იყო და მისი სახელი და გვარი 2007 წლის 7 ნოემბრის ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტთა აქციის დაშლის საქმეში ფიგურირებდა. 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.
ავთანდილ ბერიძის თქმით, პრემიერ-მინისტრი არ იყო ბედიას წარსულის შესახებ ინფორმირებული.

ბერიძის განცხადებით, პრემიერმა მათ აღუთქვა, რომ თუ ბედია თავის უდანაშაულობას ვერ დაამტკიცებს, ის აღარ იმუშავებს დაკავებულ თანამდებობაზე.