loader

მეტროსადგურ "სამგორთან" გარემოვაჭრეები ვაჭრობის აკრძალვას ეწინააღმდეგებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეტროსადგურ "სამგორთან" გარემოვაჭრეები ვაჭრობის აკრძალვას ეწინააღმდეგებიან

ხმაური იყო მეტროსადგურ "სამგორის" მიმდებარე ტერიტორიაზე. ათობით გარემოვაჭრემ გარევაჭრობის აკრძალვის გაუქმება მოითხოვა. როგორც გარემოვაჭრეებმა განაცხადეს, დღეს დილით მათთან საპატრულო პოლიცია მივიდა და გარევაჭრობის შეწყვეტა მოსთხოვა.

გარემოვაჭრეების თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობს უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ათობით ადამიანი, ეს შეზღუდვა ახალ წლამდე მაინც უნდა შეჩერდეს.

მეტროსადგურ "სამგორთან", სადაც გარემოვაჭრეების აქცია მიმდინარეობდა, საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.