loader

ქალაქის პარალიზება თუ მოხდა, ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის კისერზე იქნება - გიგი უგულავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალაქის პარალიზება თუ მოხდა, ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის კისერზე იქნება - გიგი უგულავა

ქალაქის პარალიზება თუ მოხდა, ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის კისერზე იქნება, - განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ დასუფთავების სამსახურში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლასთან დაკავშირებით.

თბილისის მერიის მუნიციპალურ საწარმო "თბილ-სერვის ჯგუფში" დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. არსებული ინფორმაციით, შემოწმება სამსახურის სამივე ოფისში ერთდროულად მიმდინარეობს. საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ამ ეტაპზე დოკუმენტაციას ეცნობიან.

მერის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ქმედებებმა, შესაძლოა, კომპანიის საქმიანობის პარალიზება მოახდინოს, რაც შეფერხებას შეუქმნის ქალაქის დასუფთავებას.