loader

უმრავლესობა და უმცირესობა პარლამენტის ადგილსამყოფელის შესახებ თანხმდება? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმრავლესობა და უმცირესობა პარლამენტის ადგილსამყოფელის შესახებ თანხმდება?

პარლამენტარების მიერ მოხდება ხელმოწერა, რომ საქართველოს კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნეს 48-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის ადგილსამყოფელს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა კობა დავითაშვილმა რადიო "პალიტრის" (103.9) გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას.

დავითაშვილმა განმარტა, რომ კონსტიტუცია არ უნდა არეგულირებეს საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელის საკითხს, რადგან სახელმწიფოებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შესაძლოა, სხდომა ტარდებოდეს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქშიც. დავითაშვილის თქმით, მმართველი გუნდი ამ საკითხის გადაწყვეტისას საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შესაძლოა, პარლამენტი დედაქალაქში დაბრუნდეს.

იხილეთ: "რეზიუმე" - სტუმარი: კობა დავითაშვილი

ისინი იცავენ საკუთარ თავს და არა სააკაშვილს - კობა დავითაშვილი