loader

საწვავის ქურდობაში ეჭვმიტანილები დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საწვავის ქურდობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საწვავის ქურდობაში ეჭვმიტანილები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

შსს-ს ინფორმაციით, ილია მ.-მ ბენზინგასამართ სადგურ "რომპეტროლიდან" 450 ლიტრი საწვავი მოიპარა. მოპარული ბენზინი მას 20-ლიტრიანი პლასტმასის ავზებით საკუთარი ავტომობილით გადაჰქონდა. მასთან ერთად დაკავებულნი არიან მისი სიძე - "რომპეტროლის" ბაზის ტერიტორიაზე მომუშავე კერძო დაცვის სამსახურ "მაგისტრის" თანამშრომელი ალეკო ჭ. და მისი მეწყვილე, ამავე სამსახურის თანამშრომელი, ვასილ დ.

მათ 2012 წლის 26 ნოემბერს, ღამის საათებში, კომპანიის ბაზის შიდა ტერიტორიაზე მოქმედი სამეთვალყურეო ვიდეოკამერების სისტემა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დროებით გათიშეს, საწვავის გამტარი მილებიდან პლასტმასის ავზები ბენზინით აავსეს, ბაზის ტერიტორიის გარეთ გაიტანეს და ილია მ.-ს ავტომანქანაში მოათავსეს.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის I ნაწილით. გამოძიებას აწარმოებს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის IV განყოფილება.