loader

მანდატურის ახალი უნიფორმის შესაქმნელად მოსწავლეებმა ათასამდე ესკიზი წარადგინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მანდატურის ახალი უნიფორმის შესაქმნელად მოსწავლეებმა ათასამდე ესკიზი წარადგინეს

მანდატურის ახალი უნიფორმის შექმნის წამახალისებელი კონკურსი დასრულდა. ორი კვირის განმავლობაში საქართველოს კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებისგან ათასამდე ესკიზი შეგროვდა. მანდატურის ფორმის საუკეთესო 20 ნამუშევრის შესარჩევად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალური კომისია შეიკრიბა.

კომისია მხატვრებით, დიზაინერებითა და სხვა ცნობილი სახეებითაა დაკომპლექტებული. გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები ელექტრონული წიგნებით დაჯილდოვდებიან. შერჩეული ესკიზების საფუძველზე კი პროფესიონალი დიზაინერები მანდატურის ახალ უნიფორმას შექმნიან.