loader

"ჰაერი საერთოდ არ არის აქ" - პარლამენტის თანამშრომლები კვლავ უჟანგბადობას უჩივიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჰაერი საერთოდ არ არის აქ" - პარლამენტის თანამშრომლები კვლავ უჟანგბადობას უჩივიან

ქუთაისში საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები კვლავ უჟანგბადობას უჩივიან. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის ერთ-ერთი თანამშრომელი შეუძლოდ გახდა, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური გამოიძახეს. ქალს მედიკოსებმა პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

ექიმების განცხადებით, პარლამენტის თანამშრომელს აღენიშნებოდა წნევა, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზები მათთვის უცნობი იყო. თავად აპარატის თანამშრომელი კი თავის ტკივილს, თავბრუსხვევასა და გულისრევის შეგრძნებას უჩიოდა.

ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი საავადმყოფოში გადაიყვანა.

პარლამენტის შენობაში უჟანგბადობის გამო არაერთი თანამშრომელი თავს ცუდად გრძნობს. ამასთან, პარლამენტში სპეციალისტების მიერ ჟანგბადის დონის შემოწმება იგეგმება.