loader

შესაძლოა, ID ბარათთან დაკავშირებით, მოქალაქეებს არჩევანის საშუალება მიეცეთ - თეა წულუკიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შესაძლოა, ID ბარათთან დაკავშირებით, მოქალაქეებს არჩევანის საშუალება მიეცეთ - თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თბილისის იუსტიციის სახლში ID ბარათის ასაღებად განაცხადი შეავსო. მინისტრმა ყველა ის პროცედურა გაიარა, რასაც ID ბარათის ასაღებად მისული მოქალაქეები გადიან. მან საინფორმაციო კუთხეში აიღო რიგის ნომერი; მოსაცდელში რამდენიმეწამიანი დაყოვნების შემდეგ შეავსო განაცხადი და სალაროში მომსახურების საფასური, 30 ლარი გადაიხადა.

"დიდი ხნის განმავლობაში მქონდა ჩვეულებრივი პირადობის მოწმობა, რომელიც რეალურად გამოუსადეგარი იყო, რადგან უხარისხო გახდა. როცა არსებობს თანამედროვე ტიპის ID ბარათი, არანაირი მიზეზი არ მაქვს იმისა, დავრჩე ძველ დროში. მგონია, რომ ეს არის ერთ-ერთი პრაქტიკული საშუალება იმისათვის, რომ თანამედროვე მოქალაქემ ცხოვრება გაიადვილოს", - აღნიშნა წულუკიანმა.

მისი თქმით, ID ბარათის მიმართ სხვადასხვა ტიპის მოსაზრება არის და არაა გამორიცხული, რომ სახელმწიფომ მოქალაქეებს არჩევანის საშუალება მისცეს.

იუსტიციის მინისტრი ID ბარათს 10 სამუშაო დღის ვადაში აიღებს.