loader

დასავლეთს უნდა დავანახოთ, რომ დღეს საქართველოში დემოკრატიის აშენების შესაძლებლობა გვაქვს - ნინო ბურჯანაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დასავლეთს უნდა დავანახოთ, რომ დღეს საქართველოში დემოკრატიის აშენების შესაძლებლობა გვაქვს - ნინო ბურჯანაძე

პოლიტიკური პატიმრებისა და პოლიტიკური დევნილების თემა არა მხოლოდ "დემოკრატიული მოძრაობისათვის" არამედ მთელი საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესი თემაა - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიესალმება ახალი ხელისუფლების ძალისხმევას, რათა პოლიტპატიმრების საკითხი მაქსიმალურად სწრაფად მოგვარდეს.

"ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ ძალიან ბევრ უსაქციელობას "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. ჩემთვის გასაგებია, რატომ ცდილობს "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების სიის დამტკიცების გაჭიანურებას. პოლიტპატიმრების დიდი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია "ნაციონალებისთვის" ძალიან მძიმე მოსასმენია, ვინაიდან აღნიშნული ფაქტი დასავლეთში ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს გააჩენს", – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, დასავლეთს უნდა დავანახოთ, რომ საქართველოში არანაირი დემოკრატია არ ყოფილა და დემოკრატიის აშენების შესაძლებლობა დღეს გვაქვს.

ამასთან, მისივე თქმით, ბადრი ბიწაძე მას შემდეგ დაბრუნდება საქართველოში, რაც აქტიურ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა. ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, ბიწაძის საქმეზე არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გენერალურმა პროკურატურამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქმის გადახედვასთან დაკავშირებით.

ავტორი: ლექსო დუჩიძე