loader

კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით ლორთქიფანიძე დაკავებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით ლორთქიფანიძე დაკავებულია

შსს კახეთის მთავარი სამმართველოსა და საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით ლორთქიფანიძე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დავით ლორთქიფანიძემ თავის ყოფილ უფროს ზურაბ ლალიაშვილთან ერთად სოფ. წინანდალში მცხოვრებ ალექსანდრე მეგუთნიშვილზე სხვადასხვა სახის ზეწოლა განახორციელა, რის შედეგადაც მეგუთნიშვილმა 2011 წლის მარტში საქ. შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ერთი "ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200" და ორი "ტოიოტა კამრი" შეუძინა.

ამჟამად კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი ზურაბ ლალიაშვილი მიმალვაში იმყოფება. გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ,, ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 5 დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


www.police.ge