loader

თბილისის აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 1970 წელს ქ. ქუთაისში დაბადებული, დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი, ე.წ. კანონიერი ქურდი ბადრი გიგლას ძე დ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტის დაკავება კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შესული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. ე.წ. კანონიერი ქურდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე საბარგო განყოფილებასთან დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.