loader

"ვა, ეს რა ჭირი მოვიშორეთ?!" - რა დეტალს ამხელს ირაკლი ოქრუაშვილი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვა, ეს რა ჭირი მოვიშორეთ?!" - რა დეტალს ამხელს ირაკლი ოქრუაშვილი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე

ადვოკატ ირმა ჭკადუას ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან დეტალს ამხელს.

როგორც ჭკადუამ "პალიტრა ტვ"-ს განუცხადა, ეპიზოდი, რომელიც შესაძლოა, საქმის გამოძიებისას მნიშვნელოვან ჩვენებად იქცეს, ოქრუაშვილმა მასთან შეხვედრის დროს გაიხსენა.

ადვოკატის განმარტებით, ოქრუაშვილის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, რომლითაც ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე მომუშავე გამომძიებლები უნდა დაინტერესდნენ.

"მე, როგორც ადვოკატი, ვფიქრობ, რომ თუკი ოქრუაშვილი აღნიშნულს სამართალდამცველებთანაც დაადასტურებს, სერიოზული საფუძველი შეიქმნება იმისთვის, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მინიმუმ, დაკითხვაზე დაიბარონ და მოსთხოვონ ახსნა-განმარტება, თუ რას გულისხმობდა ჟვანიას მისამართით ნათქვამ სიტყვებში", - აღნიშნა ადვოკატმა.

ადვოკატი ირმა ჭკადუა საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრია და ოქრუაშვილი სწორედ ჯგუფის ფარგლებში მოინახულა. მისი განცხადებით, ოქრუაშვილს აღნიშნული ეპიზოდის "საიდუმლოდ დატოვება" მისთვის არ უთხოვია.

იხილეთ: ჟვანია რომ "ჩაფლავდეს", მე ვარ დაღუპული - მიხეილ სააკაშვილი ფარულ ვიდეოჩანაწერში