loader

კახეთში, ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი ადამიანი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახეთში, ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი ადამიანი გარდაიცვალა

საგარეჯოს მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "პრადოს" მარკის ავტომანქანა, რომელიც ბაკურციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, საპირისპიროდ მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი "პრადოს" მძღოლის არასწორი მანევრი გახდა.

შეჯახების შედეგად ორი მოქალაქე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ექვსი დაშავებული საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. მიკროავტობუსის მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, "ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ან მეტი პირის გარდაცვალების ფაქტზე" აღიძრა, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველო აწარმოებს.